VIDEO: რა ისმის ფარულ ჩანაწერში, რომელიც „კურიერს“, ბიზნესმენ, ბენ ანორის ადვოკატებმა მიაწოდეს
1771411665
დღეს ჟენევაში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციები მხოლოდ ორი საათის განმავლობაში თათბირობდნენ, რის შემდეგაც ურთიერთობა შეწყვიტეს. შედარებისთვის, შვეიცარიაში მოლაპარაკებების პირველი დღე 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა, ხოლო აბუ-დაბიში თითოეული რაუნდი 3-დან 5 საათამდე გრძელდებოდა.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ, ჟენევის კონსულტაციების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრა იყო „მძიმე, თუმცა საქმიანი“. მან ასევე აღნიშნა, რომ შემდეგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.
მოლაპარაკებების ორ საათში დასრულების ფაქტი უკრაინულმა დელეგაციამ დაადასტურა. ამჟამად შედეგებს პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის აცნობენ.
მანამდე Axios-ი წერდა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები ჟენევაში „გაიჭედა“.