1772134861
ჟენევაში, ირანსა და აშშ-ს შორის ბირთვული პროგრამის საკითხზე მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, თითქმის ხუთ საათს გაგრძელდა
ჟენევაში ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ბირთვული პროგრამის საკითხზე მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულებულია. შეხვედრა დაახლოებით ხუთ საათს გაგრძელდა.
ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოლაპარაკებების პროცესი მნიშვნელოვანი პროგრესით დასრულდა. "როიტერი" კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მხარეებს შორის შეხვედრა მომდევნო კვირას ვენაში გაიმართება.












