1772138153
პაკისტანმა ქაბულსა და ყანდაარზე დარტყმები განახორციელა
პაკისტანმა ავღანეთის ქალაქებზე, ქაბულსა და ყანდაარზე დარტყმები განახორციელა. ინფორმაციას „ბიბისი“ პაკისტანის მთავრობის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ამ დროისთვის ქვეყნებს შორის საზღვარზე სიტუაცია შედარებით სტაბილურია, თუმცა ორივე მხარე „მაღალი მზადყოფნის რეჟიმში“ რჩება.
საჰაერო დარტყმების დაწყებამდე პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა, ხავაჯა ასიფმა განაცხადა, რომ ავღანეთის „თალიბანის” პაკისტანს „ღია ომი“ გამოუცხადა.
პაკისტანის ინფორმაციის სამინისტროს განცხადებით, „თალიბანმა“ ცეცხლი ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის რამდენიმე სექტორში გახსნა, რის საპასუხოდაც, პაკისტანის ჯარებმა „დაუყოვნებლივი და ეფექტური რეაგირება მოახდინეს, რამაც მოწინააღმდეგის დიდი დანაკარგები გამოიწვია“. იქამდე კი „თალიბანის” სამხედრო დანაყოფმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ავღანეთმა პაკისტანის სასაზღვრო პუნქტებზე საპასუხო თავდასხმები დაიწყო.
„თალიბანის“ ინფორმაციით, პაკიტანის თავადასხმების შედეგად ავღანეთში, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაშავდა.












