ახალციხეში, ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა
1746457646
137 დაღუპული სამხედრო და ასობით დაჭრილი - ეს რუსეთის სამხედრო აგრესიის პირველი დღის შედეგია უკრაინაში. ინფორმაცია გვიან ღამით უკრაინის პრეზიდენტმა გაავრცელა.
ზელენსკის თქმით, დაჭრილია 300-ზე მეტი ჯარისკაცი. მასშტაბური სამხედრო ოპერაცია პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლის დილას დაიწყო. საავიაციო დარტყმები არამხოლოდ დონბასზე, არამედ უკრაინის დიდ ქალაქებზეც განხორციელდა.
შეტაკებები უკვე 24 საათზე მეტია გრძელდება. უკრაინულმა ძალებმა რუსების რამდენიმე მძიმე შეტევა მოიგერიეს. უკრაინის პრეზიდენტმა უკვე გამოაცხადა საყოველთაო მობილიზაცია. ქვეყნიდან 18-დან 60 წლამდე მამაკაცების გასვლა აიკრძალა.