„ასე შეგვაშინა...“ - როგორია მარიამ კოხრეიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას ჰყვება დანტესი
1771014875
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი კვლავ არ ავლენს ომის დასრულების რეალურ ინტერესს და კრემლის „თამაშების“ შესაჩერებლად საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გაცილებით ძლიერი ზეწოლაა საჭირო.
გამოცემა Politico-სთან საუბრისას, ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა ვაშინგტონიდან მომავალ სიგნალებზე, რომლებიც უკრაინის მხრიდან გარკვეულ დათმობებზე წასვლას გულისხმობს.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ და დასავლეთმა უკვე მრავალ დათმობაზე მოაწერეს ხელი, თუმცა აგრესორი მხარე ამას სათანადოდ არ აფასებს.
„ჩვენ უამრავ კომპრომისზე წავედით. პუტინი და მისი მეგობრები ციხეში არ სხედან - ეს არის ყველაზე დიდი კომპრომისი, რაც მსოფლიომ უკვე დაუშვა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინას „არ შეუძლია დაივიწყოს“ ომის დროს დაღუპულთა რაოდენობა, თუმცა დასძინა, რომ კიევი მზად არის დაასრულოს ომი ნებისმიერ დროს, მაგრამ პუტინი ამის არანაირ გულწრფელ ინტერესს არ იჩენს, ამიტომ რუსეთზე მეტი ზეწოლაა საჭირო.
რუსეთის განზრახვების შესახებ დასმულ კითხვაზე მან უპასუხა:
„არ ვფიქრობ, რომ მათ ომის შეწყვეტა სურთ. ვფიქრობ, მათ შეუძლიათ [ამის გაკეთება]... ზეწოლის ქვეშ... სწორედ ამიტომ, სანამ საკმარისი ზეწოლა არ იქნება, ისინი [თამაშებს] თამაშობენ“.
კითხვაზე, თუ რას ფიქრობს იმ ფაქტზე, რომ აშშ უკრაინასა და რუსეთზე თანაბარ ზეწოლას ახორციელებს, მან უპასუხა: „არის გარკვეული ფიქრები, რომლებიც ჩემთვის უნდა დავიტოვო“.