ყოფილი ბავშვთა მეხუთე საავადმყოფოს ავარიულ შენობაში მცხოვრებ ოჯახებს ახალი საცხოვრებელი ფართები გადაეცა

ყოფილი ბავშვთა მეხუთე საავადმყოფო

ყოფილ ბავშვთა მეხუთე საავადმყოფოს ავარიულ შენობაში მცხოვრებ ოჯახებს ახალი საცხოვრებელი ფართები გადაეცათ. პაატა სააკაძის ქუჩის 19-ში მდებარე ავარიულ შენობაში მცხოვრები მოქალაქეები ახალ, გარემონტებულ ბინებს მიიღებენ. 45 ოჯახს საცხოვრებელი ფართების გასაღები თბილისის მერმა კახა კალაძემ გადასცა.

საავადმყოფოს ყოფილი შენობა წლების განმავლობაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საცხოვრებელ სივრცეს წარმოადგენდა. ნაგებობა მძიმედ ავარიული და საფრთხის შემცველი იყო.

თბილისის მერიამ 2019 წლიდან დაიწყო მუშაობა და ჩუღურეთის რაიონშივე, კაპანაძის ქუჩის N4-ში გამოიყო მიწის ნაკვეთი, სადაც ახალი საცხოვრებელი კორპუსები აშენდა. სარემონტო ხარჯებს მუნიციპალიტეტი სრულად აფინანსებს.

"ამ ოჯახებმა რთული გზა გაიარეს, ვიდრე აქ აღმოჩნდებოდნენ. ისინი სხვებთან ერთად, ჩუღურეთის რაიონში ყოფილ ბავშვთა, ნომერ მეხუთე საავადმყოფოს შენობაში ცხოვრობდნენ, რომელიც საცხოვრებლად არ იყო განკუთვნილი. 118 ოჯახს ცხოვრება უწევდა ყოფილი საავადმყოფოს სივრცეში, სადაც ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ არსებობდა.

თბილის მერიამ, პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა 2019 წლიდან დაიწყო. ჩუღურეთის რაიონში, კაპანაძის ქუჩა N4-ში მოიძებნა მიწის ნაკვეთი, რომელიც თბილისის მერიას გადაეცა. შემუშავდა განაშენიანების რეგულირების გეგმა, გამოცხადდა ტენდერი და აშენდა ახალი საცხოვრებელი კორპუსები. 45 ოჯახი ახალ ცხოვრებას შეუდგება. მინდა მოგილოცოთ და გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა, წარმატებები, უამრავი ბედნიერი დღე აღგენიშნოთ საკუთარ ჭერ ქვეშ", - განაცხადა კახა კალაძემ.