არასოდეს გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ნახეთ მიზეზი
1747243405
16 მაისს, ღამეს და დილით, ყირიმში რამდენიმე აფეთქება მოხდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმა მოხდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებზე.
გავრცელებული ცნობით, 06:15 საათზე ძლიერი აფეთქება მოხდა ქალაქ სევასტოპოლში. რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა მოქმედებდა ნახიმოვის სახელობის სევასტოპოლის საზღვაო სკოლის ტერიტორიიდან.
აფეთქებები იყო ასევე ბელბეკისა და კაჩას აეროდრომების მიდამოებში.
გარდა ამისა, აფეთქებები მოხდა პერევალნოეში, სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 126-ე ცალკეული სანაპირო თავდაცვის ბრიგადაა განლაგებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პერევალნოეში საბრძოლო მასალის საწყობი იწვის და ფეთქდება.