არასოდეს გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ნახეთ მიზეზი
1747243405
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკი ტირანაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ევროპაში მშვიდობა უკრაინის მშვიდობაზეა დამოკიდებული.
მისი განმარტებით, ტრამპს ომის დასრულება სურს და საჭიროა მასთან კოორდინირებული მუშაობა.
„უკრაინას სჭირდება მშვიდობა. ევროპაში მშვიდობა უკრაინის მშვიდობაზეა დამოკიდებული. დღეს, აქ ჩვენთან მყოფ ქვეყნებთან ერთად, დავიწყეთ უკრაინისა და მთელი ევროპისთვის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა. მადლობა ყველას, ვინც ამაში მონაწილეობს. ახლა დროა, გადავიდეთ ძალიან პრაქტიკულ ნაბიჯებზე. პრეზიდენტ ტრამპს სურს ამ ომის დასრულება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა პრეზიდენტთან და ვიყოთ მაქსიმალურად კოორდინირებულები. გრძელვადიანი ამერიკული მხარდაჭერა ასევე აუცილებელია. საჭიროა ამერიკული საყრდენი. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთად ვიმუშაოთ ყველა დონეზე, რათა ეს მოხდეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.