ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპს ძალა არ ეყოფა ევროპელი ლიდერები თავის მხარეს გადაიყვანოს

 ვიქტორ ორბანი

 უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ძალა არ ეყოფა, ევროპელი ლიდერები თავის მხარეს გადაიყვანოს.

ორბანის აზრით, სწორედ ამითაა განპირობებული ტრანსატლანტიკური განხეთქილება. ეს კი, მისი თქმით, მთავარი მიზეზია, რის გამოც უნგრეთი უკრაინის დასახმარებლად ამერიკული იარაღის დაფინანსებას არ აპირებს.

„ვფიქრობდი, რომ აშშ-ის პრეზიდენტს საკმარისი ძალა ექნებოდა, რათა ევროპელი ლიდერები გადაებირებინა, მოსწონთ ეს თუ არა. მაგრამ ის არასაკმარისად ძლიერი აღმოჩნდა. ამიტომ, მე პრობლემას არა რუსებში ან უკრაინელებში ვხედავ, არამედ იმაში, რომ აშშ-ის პრეზიდენტი არასაკმარისად ძლიერი აღმოჩნდა, რათა ევროპელი ლიდერები საკუთარ მხარეს გადაებირებინა“, - თქვა ორბანმა უნგრელ სტუდენტებთან შეხვედრაზე.