„ერთ-ერთი წყარო ზუსტად აუზებია....“ - ინფექციონისტი მოსახლეობას აფრთხილებს

ბაქტერიები

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა იმ ბაქტერიებსა და ინფექციებზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა საცურაო აუზიდან გავრცელდეს.

„აუზიდან შეიძლება გავრცელდეს როგორც ვირუსული, ასევე, ბაქტერიული ინფექციები. როგორც წესი, ხშირია გასტროინტესტინალური, ნაწლავური ინფექციები, რომელიც მიმდინარეობს დიარეით, მუცლის ტკივილით და ღებინებით.

ასევე, საყურადღებოა ადენოვირუსული ინფექცია, მისი ერთ-ერთი წყარო ზუსტად აუზებია. მას მრავალფეროვოვანი გამოვლინებები აქვს, თუმცა, ყველაზე ხშირია კონიუნქტივიტი და კერაქტოკონეტივიტი, როდესაც ანთება თვალში მიდის, ის შეწითლებულია და არის გამონადენი.

თუ დროულად არ ცვლიან წყალს და შესაბამის სამუშაოებს არ ატარებენ, განვითარდება სოკოვანი ინფექციები, რომელიც შეიძლება მიმდინარეობდეს სხვადასხვა სიმპტომებით, როგორც კანის ასევე ლორწოვანის დაზიანებით. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ აუზებზე, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს, წესების დაცვით და პროტოკოლით მოხდეს წყლის გამოცვლა და დეზინფექცირება, რათა თავი ავარიდოთ ამ ყველაფერს“, - აცხადებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.