თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი ახობაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი ახობაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„2025 წლის 6 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით გიორგი ახობაძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.

საქმის მასალების მიხედვით გიორგი ახობაძეს ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვის შედეგად, სასამართლომ სათანადო სტანდარტის მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ექიმ გიორგი ახობაძის მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამ. უწყება განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.