1744223238
ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავები ვერ ჯდება

ბათუმის აეროპორტში დღეს, 5 აგვისტოს, თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-ბათუმის რეისს ასრულებს, აეროპორტში [დაახლოებით 9:27 სთ] პირველი მცდელობისას ვერ დაჯდა.
თვითმფრინავი [THY5ET ] ვერც მეორე მცდელობაზე [9:39 სთ] დაჯდა აეროპორტში და ზღვის თავზე მანევრირებს.
ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა ასევე თელავივი-ბათუმის თვითმფრინავიც.
ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით მიზეზი ნისლია. ორივე თვითმფრინავი ამ წუთებშიც ცდილობს დაჯდომას.
განახლება: ამ წუთებში თელავივის თვითმფრინავი დაჯდა.
სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი სამსუნის აეროპორტში დაჯდა.