1754511189
United Airlines-მა აშშ-ის მასშტაბით ფრენები "ტექნოლოგიური პრობლემების" გამო შეაჩერა

"United Airlines-მა", აშშ-ის ძირითად აეროპორტებში, ფრენები "ტექნოლოგიური პრობლემის“ გამო შეაჩერა, - ამის შესახებ BBC კომპანიაზე დაყრდნობით წერს.
აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, კომპანიის ძირითადი რეისები გამგზავრების აეროპორტებიდან გაუქმდა, რამაც პრობლემები შექმნა აეროპორტებში, მათ შორის, ჩიკაგოში, დენვერში, ჰიუსტონში, სან-ფრანცისკოსა და ნიუ-ჯერსიში.
"ვიდრე პრობლემის აღმოსაფხვრელად ვმუშაობთ, დღეს ღამით, ფრენების დამატებით შეფერხებებს ველით. უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს მგზავრებთან, რათა ისინი დანიშნულების ადგილამდე მივიდნენ“, - აცხადებენ კომპანიაში.
კომპანიის განმარტებით, რეგიონული რეისები არ შეფერხებულა, თუმცა შესაძლოა, აეროპორტებში არსებული ვითარების გამო, ფრენის დრომ გადაიწიოს.

პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
1754557969