1754511189
ირაკლი კობახიძემ და მთავრობის წევრებმა ელდარ შენგელაიას ოჯახს მიუსამძიმრეს

სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მივიდა და კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
ირაკლი კობახიძესთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში მივიდნენ მთავრობის წევრებიც. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერი კახა კალაძე, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და იუსტიციის მინისტრი პაატა სალია.
ამასთან, ელდარ შენგელაიას ოჯახის წევრებს დღეს მიუსამძიმრა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად.
ელდარ შენგელაია 4 აგვისტოს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეჟისორს სიონის საკათედრო ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და დიდუბის პანთეონში მშობლების – ნატო ვაჩნაძის, ნიკოლოზ შენგელაიას და ძმის, გიორგი შენგელაიას გვერდით დაკრძალავენ.