სიონის საკათედრო ტაძარში ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი

სიონის საკათედრო ტაძარში ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

სიონის ტაძარში მისთვის პატივის მისაგებად დილიდან მიდიან კოლეგები, მეგობრები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები.

ამასთან, ელდარ შენგელაიას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად.

რეჟისორს სიონის საკათედრო ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და დიდუბის პანთეონში მშობლების – ნატო ვაჩნაძის, ნიკოლოზ შენგელაიას და ძმის, გიორგი შენგელაიას გვერდით დაკრძალავენ.

ელდარ შენგელაია 4 აგვისტოს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.