ავარია საბურთალოზე - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1754513441
გორში, ცაბაძის ქუჩაზე ნაპოვნი გარდაცვლილი 16 წლის მოზარდია.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლებმა ბიჭი ერთ-ერთ სადარბაზოსთან იპოვეს.
„პრაიმტაიმი“ რამდენიმე ადგილობრივს ესაუბრა.
„არ ვიცი, მკვლელობა იყო თუ რა. მე უბრალოდ ცხედარი დავინახე. ვინაობა არ ვიცით. სისხლი ახლაც ჩანს ძირს. შეიძლება დავარდნის დროს დაარტყა თავი, ზუსტად ვერ გეტყვით...
დილით რომ ჩამოვედი და ძირს დაგდებული ვნახე, შოკი მივიღე, ღმერთო, ნეტა არ დამენახა. თვალებიდან არ ამომდის. ამაზე დიდი საშინელება არ მინახავს“, - გვიყვება ერთ-ერთ ადგილობრივი.
ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზის ბიუროშია.
„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.