ავარია საბურთალოზე - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ავარია ვაჟაზე

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავარია მოხდა. შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

მომხდარის შედეგად დამტვრეულია 3 ავტომობილი. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციის და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.