„ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი...“ - მიხეილ ცაგარელი
1752741240
ბოლო რამდენიმე დღეა, რაც საერთაშორისო მედია კიანუ რივზისა და ალექსანდრა გრანტის ფოტოებს აქტიურად აქვეყნებს. მიუხედავად იმისა, რომ კიანუ და ალექსანდრა ერთად 2019 წლიდან არიან - აქამდე ისინი საზოგადოების წინაშე ძალიან იშვიათად ჩნდებოდნენ და ურთიერთობას დიდი ხნის მანძილზე მალავდნენ. საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია ისიც, რომ კიანუ რივზი პირადი ცხოვრების შესახებ ხშირად არ საუბრობს.
თუმცა, ცოტა ხნის წინ ეს მოცემულობა შეიცვალა და მსახიობმა ალექსანდრა გრანტთან ურთიერთობაზე კომენტარი საჯაროდ გააკეთა. გამოცემა People-თან ინტერვიუს დროს მსახიობსჰკითხეს, თუ როდის იყო ბოლოს აბედნიერი, რაზეც კიანუმ უპასუხა, რომ ყველაზე ბედნიერად თავს ალექსანდრას გვერდით გრძნობს.
რამდენიმე დღის წინ კიანუ და ალექსანდრა ლოს ანჯელესში გამართულ „არტ გალასაც“ დაესწრნენ. წითელ ხალიჩაზე წყვილის საჯარო კოცნას უცხოურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ამბების შემდეგ კიანუს პარტნიორის მიმართ საზოგადოების ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა.
ვინ არის ალექსანდრა გრანტი
კიანუს რჩეულს ებრაული წარმომავლობა აქვს. 50 წლის ალექსანდრა გრანტი ხელოვანია, რომელიც ხატვით, ფოტოგრაფიითა და კინოთი ერთდროულადაა დაინტერესებული.
მისი პირველი გამოფენა ლოს-ანჯელესში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 2007 წელს მოეწყო. ალექსანდრას შემოქმედებით ნამუშევრებში სხვადასხვა ერისა და კულტურის საინტერესო ნაზავია წარმოდგენილი.
2008 წელს ის აქტიურად ჩაერთო საქველმოქმედო საქმიანობაში. ახალგაზრდა მხატვრებისა და ხელოვნების დასახმარებლად მან დააარსა ფონდი სახელწოდებით - grantLOVE.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრა მუდმივად ცდილობს ბუნებრივად გამოიუყურებოდეს და ასაკის მატების მიუხედავად, დაბერების საწინააღმდეგო საშუალებებს არ მიმართავს. ამის გამო საზოგადოებას ხშირად ჰგონია, რომ ის კიანუზე უფროსია. თუმცა, სინამდვილეში, პირიქითაა . კიანუ ალექსანდრაზე 9 წლით უფროსია.
როგორ გაიცნეს ერთმანეთი
კიანუსა და ალექსანდრას ურთიერთობის შესახებ მსოფლიომ პირველად 2019 წელს შეიტყო. თუმცა, ცოტამ თუ იცის ის ფაქტი, რომ ისინი ერთმანეთს გაცილებით დიდი ხნის მანძილზე ხვდებოდნენ.
გამოცემა „დეილი მეილის“ ინფორმაციით, მათ ერთმანეთი 2010 წელს გაიცნეს.
თავდაპირველად საკმაოდ ახლო მეგობრები იყვნენ. კიანუსა და ალექსანდრას მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდათ. უფრო კონკრეტულად კი , კიანუ რივზის მიერ 2011 და 2016 წელს გამოცემული ორი წიგნი - „ოდა ბედნიერებისა“ და „ჩრდილები“ ილუსტრაციებით სწორედ ალექსანდრამ გააფორმა. 20117 წელს კი საერთო გამომცემლობაც დააარსეს და მას X Artists Books უწოდეს. საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ქველმოქმედი მსახიობი მოტიციკლეტებითაა გატაცებული. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ საყვარელი მამაკაცისთვის რომ ესიამოვნებინა, ალექსანდრამ მოტოციკლეტის მართვის კურსებზე სიარული დაიწყო.