ჯორჯინას პირველი კომენტარი ილია თოფურიას ახალ ურთიერთობაზე
1795550232
დანანგის პოლიციამ სახლში დააბრუნა 31 წლის კაცი, რომელიც თითქმის 7 წლის განმავლობაში სამშენებლო მოედნებზე მიტოვებულ საკანალიზაციო მილებში იმალებოდა.
ვიეტნამელი პოლიციელების ცნობით, 2017 წელს ახალგაზრდა იაპონიაში გაემგზავრა, რათა ესწავლა და პარალელურად ოჯახისთვის ფული გამოემუშავებინა. ნათესავებმა მის სწავლაზე თითქმის მთელი დანაზოგი დახარჯეს, შემდეგ კი კრედიტებიც აიღეს, თუმცა ვიეტნამელმა სწავლის დასრულება ვერ შეძლო. ფინანსური წნეხისა და დაუმთავრებელი სწავლის გამო გაჩენილი დანაშაულის გრძნობის გამო, კაცმა შინ დაბრუნება ვერ გაბედა.
2019 წელს მან ახლობლებთან კონტაქტი გაწყვიტა, შემდეგ კი ხოშიმინისა და დანანგის ქუჩებში დაეხეტებოდა და ღამეს უკაცრიელ ადგილებში დაყრილ მილებში ათევდა. პოლიციის თანამშრომლებმა ფართო სანიაღვრე მილებში ადამიანი შენიშნეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. გაირკვა, რომ კაცი ჩრდილოეთ პროვინცია ნინბინიდან არის.
სამართალდამცველებმა მოქალაქის ოჯახს მისი პოვნის შესახებ შეატყობინეს. ისინი ასევე დაეხმარნენ კაცს სუფთა ტანსაცმლისა და შინ დასაბრუნებლად სხვა საჭირო ნივთების შეძენაში. მოგვიანებით კაცმა პოლიციის განყოფილებაში მადლობის წერილი გაგზავნა.