რაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, რუსეთი რეგიონში უფრო გაძლიერდა - ირაკლი ზარქუა

ირაკლი ზარქუა

ჩვენმა თაობამ კარგად იცის, რომ, რეალურად, აქ ე.წ. აგენტურის რევოლუცია მოხდა და მას ე.წ. ვარდების რევოლუცია დაარქვეს. სინამდვილეში, ეს იყო რუსეთის მიერ ხელშეწყობით გადატრიალება, რათა ხელისუფლებაში თავისი აგენტურა მოეყვანა, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, „ვარდების რევოლუციის“ ხელისუფლებამ ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს გადააბარა.

„ამის დემონსტრირება იყო, როდესაც მან პირველივე ვიზიტი რუსეთში განახორციელა და მაშინ, როცა რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული ჰქონდა, გვიყვებოდა, რა კეთილშობილური თვალები აქვს პუტინს და მას მადლობებს უხდიდა. თავიდანვე ვიცოდით, რომ ის იყო  რუსეთის, „კაგებეს“ წარმომადგენელი, რომელიც აქ ხელისუფლებაში დასვეს. შემდეგ როგორ მოხდა მისი მეორე თუ მესამე რიგის აგენტად ჩამოყალიბება, ეს სხვა თემაა. რაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, რუსეთი რეგიონში უფრო გაძლიერდა. ბაზები, რომლებიც რუსეთს, სტამბოლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქართველოდან უნდა გაეყვანა, სააკაშვილმა თავისი ქმედებებით რუსეთს უკან დაუბრუნა და აფხაზეთსა და ოსეთში გაამყარა. „ვარდების რევოლუციის“ ხელისუფლებამ ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს გადააბარა. ყველაზე დიდი უბედურება და ღალატი ის იყო, რომ 2008 წლის ომის თემა ქართველ გმირ ბიჭებს და საქართველოს დააბრალეს.

ეს სააკაშვილის აღიარება კი არ იყო, ეს იყო ფაქტი, რომელიც ამ გიჟმა დაწერა და შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, წაშალა. რატომ? – იმიტომ, რომ ამერიკელებზე გაბრაზებულია, როგორ არ შველიან და როგორ არ გაათავისუფლეს“, – განაცხადა ზარქუამ. 

✕