VIDEO: ყვითელი ლამბორჯინი, სასახლე და 44 მილიონი რუბლი შემოსავალი - კადიროვის 23 წლის ქალიშვილის მდიდრული ცხოვრების დეტალები

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის „ტელეგრამის“ არხზე ვრცელდება ვიდეო, სადაც იგი თავის ქალიშვილს აიშატ კადიროვას სახლში სტუმრობს. 

კადრებში კადიროვის 23 წლის ქალიშვილის მდიდრული სახლის კადრები ჩანს. 

www.kavkazr.com-ის ინფორმაციით, აიშატ კადიროვა კულტურის მინისტრად მუშაობს და მისი შემოსავალი წელიწადში 44 მილიონი რუბლია. წინა წელთან შედარებით მისი შემოსავალი 50-ჯერ არის გაზრდილი. 

კადროვას სასახლე 1617 კვადრატზეა გადაჭიმული, მისი საერთო ქონების ღირებულება 50 მილიონ რუბლზე მეტს შეადგენს. 

აიშატ კადიროვას მეუღლის, ვისხან მაცუევას შემოსავალი, რომელიც ცოლის დაქვემდებარებაში მუშაობს, ბოლო ორი წლის განმავლობაში არ შეცვლილა და მილიონ ნახევარს შეადგინს.

აიშა კადიროვა და ვისხან მაცუევა