VIDEO: „ლონდონი-პარიზის“ ნაცვლად „ვოლგა-ირტიში“ - ირაკლი ფირცხალავამ რუსეთში კონცერტი გამართა

irakli fircxalava

ირაკლი ფირცხალავამ, რომელიც წლების განმავლობაში მოსკოვში მოღვაწეობდა, 7 აგვისტოს ეკატერინბურგში კონცერტი გამართა. 

მომღერალმა ეკატერინბურგში გამართულ კონცერტზე მაყურებელს ხუმრობით შესთავაზა ცნობილი ჰიტის „ლონდონი-პარიზის“ ახალი ვერსია. 

„მომღერალმა ჰიტს „ლონდონი-პარიზი“ „ვოლგა-ირტიში“ დაარქვა, - ამ სათაურით კი რუსულ მედიაში სტატია გამოქვეყნდა.

როგორც მან შემდეგ განმარტა, ეს მხოლოდ ხუმრობა იყო და კომპოზიციის ახლიდან ჩაწერას არ გეგმავს.

„იუმორი გვიხსნის დრამატული სიტუაციებიდან და სევდისგან. სიმღერა, როგორც იყო, ისე დარჩება. ის არ არის პოლიტიკური. მიმაჩნია, რომ ხელოვნებისა და სპორტის პოლიტიზირება არასწორია, სამწუხაროდ, დღეს  ყველაფერი სხვაგვარადაა. იუმორი ხშირად ამსუბუქებს ვითარებას,  თუმცა, დღეს რეალურად ისეთი რამ ხდება, რაც სასაცილო არ არის," - თქვა მან.

ირაკლი ფირცხალავა 20 აგვისტოს კონცერტს კიშინიოვში გამართავს.