ქართველი „კანონიერი ქურდების“ კრება საბერძნეთში დაიგეგმა - სპეცოპერაციის შედეგად 12 პირი დააკავეს
1783025137
43 წლის ერნან ალბერტო ხილ ფლორესი, რომელიც სავაჭრო ცენტრში დაცვის თანამშრომლად მუშაობდა, ქალაქ ლა-გუაირაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად სავაჭრო ცენტრის Galerías Playa Grande-ს სარდაფში მოყვა.
მამაკაცი გადარჩა იმის წყალობით, რომ მის სამუშაო კაბინაში ჰაერის ფენა დარჩა, რამაც ნანგრევების ქვეშ სუნთქვის საშუალება მისცა.
საერთაშორისო სამაშველო ჯგუფებმა მას მიწისძვრიდან რამდენიმე დღეში მიაკვლიეს. სამაშველო ოპერაცია, რომელსაც ჩილელი მეხანძრეები კოორდინაციას უწევდნენ, რთულ პირობებში - არასტაბილური კონსტრუქციების, ძლიერი წვიმისა და განმეორებითი ბიძგების ფონზე მიმდინარეობდა.
მაშველები მასთან კავშირს ტელესკოპური კამერის საშუალებით ინარჩუნებდნენ და ბოლო სამი დღის განმავლობაში საკვებითა და წყლით უზრუნველყოფდნენ.
როგორც მაშველები იხსენებენ, როდესაც მას პირველად მიაკვლიეს, ფლორესმა სთხოვა მათ, მისი გადარჩენის შესახებ მეუღლისთვის არ ეთქვათ, რადგან ეშინოდა, რომ შესაძლოა ცოცხალი ვერ გამოსულიყო.
ხუთშაბათს, წარმატებული ოპერაციის შემდეგ, მამაკაცი საერთაშორისო სამაშველო გუნდების ოვაციების ფონზე გამოიყვანეს და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ვენესუელაში 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრებს, ოფიციალური მონაცემებით, თითქმის 2 200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 11 000-ზე მეტი დაშავდა, ათობით ათასი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტიქიამ შესაძლოა 58 000-ზე მეტი შენობა დააზიანა ან გაანადგურა. ამჟამად ქვეყანაში მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა, მოსახლეობა კი საკვებისა და წყლის მწვავე დეფიციტს განიცდის.