ვების ტელესკოპმა ეგზოპლანეტის ატმოსფეროში ღრუბლები დააფიქსირა

პლანეტა

ვების ტელესკოპმა ეგზოპლანეტის ატმოსფეროში ღრუბლები დააფიქსირა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა კიდევ ერთი გასაოცარი აღმოჩენა გააკეთა. ის გიგანტური ეგზოპლანეტის ატმოსფეროს დააკვირდა და იქ ტურბულენტური ღრუბლები დააფიქსირა, რომლებიც დედამიწაზე არსებული ქვიშის მსგავსი სილიკატებისგან შედგება.

ეს ციური სხეული VHS 1256 b-ის სახელითაა ცნობილი და ის განლაგებულია სისტემაში, სადაც არა ერთი, არამედ ორი ვარსკვლავია. ამ ობიექტის შესწავლა მსოფლიოში უმძლავრესმა ობსერვატორიამ დეტალური სპექტრული მონაცემების მოპოვების გზით შეძლო, რაც მას აქამდეც გაუკეთებია, თუმცა თავად პლანეტის სინათლეს პირველად დაეყრდნო.

VHS 1256b ჩვენგან დაახლოებით 40 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს და დედამიწისგან ძალიან განსხვავდება. ის იუპიტერზე 19-ჯერ მასიურია და მნათობების გარშემო მოძრაობას თითქმის 10 000 წელს ანდომებს. ასევე, მათგან 4-ჯერ მეტ დისტანციაზეა, ვიდრე პლუტონი მზისგან. ამის გამო მისი გამოკვლევა მარტივია, რადგან ვარსკვლავთა სინათლით არ იფარება.

ვების მონაცემებმა აჩვენა, რომ VHS 1256b-ის ღრუბლებიდან სილიკატები პერიოდულად წვიმის სახით ციურის სხეულის სიღრმეში ჩადის, ატმოსფეროში კი ცეცხლის ალივით ცხელი ფორმით გადაადგილდება, რადგან მისი ტემპერატურა 815 გრადუს ცელსიუსს აღწევს. .