გერმანიაში ნაკადულში 2.5 მეტრის სიგრძის ანაკონდა დაიჭირეს
1748856086
Netflix-მა სერიალის „უცნაური ამბები“ მეხუთე სეზონის პრემიერი თარიღი დაასახელა. სტრიმინგ-სერვისის მიერ გავრცელებულ ვიდეოში აღნიშნულია, რომ შუს ფინალური სეზონი 3 ნაწილად იქნება დაყოფილი. პირველი ეკრანებზე 1 ნოემბერს გამოვა, მეორე შობას, ფინალს კი მაყურებელი 31 დეკემბერს ნახავს.
„უცნაური ამბები“ სამეცნიერო ფანტასტიკური საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო სერიალია, რომლის ავტორებიც ძმები დაფერები არიან. მთავარ როლებს შოუში ასრულებენ: ვაინონა რაიდერი, დევიდ ჰარბორი, ფინ ვულფჰარდი, მილი ბობი ბრაუნი, გატენ მატარაცო, კალებ მაკლაფლინი, ნატალია დაიერი, ჩარლი ჰიტონი, კარა ბუონო, მეთიუ მოდაინი და სხვები.