1748980445
საქალაქო სასამართლომ, აქციების დროს დაპატიმრებულ გურამ ხუტაშვილს და დანიელ მუმლაძეს 3-3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქალაქო სასამართლომ, აქციების დროს დაპატიმრებულ გურამ ხუტაშვილს და დანიელ მუმლაძეს 3-3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ახალგაზრდებს ბრალი ედებოდათ 112-ის სამეთვალყურეო კამერების ჯგუფურად დაზიანებაში. პროკურატურის ინფორმაციით, ზიანმა 12 000 ლარს გადააჭარბა. ბრალდებულები, რომლებიც დანაშაულს აღიარებდნენ, მზად იყვნენ თანხა აენაზღაურებინათ, მათ საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურდათ, თუმცა პროკურატურამ უარი განაცხადა.