სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1758915992
NASA-მ პირველად წარმატებით გადასცა და მიიღო ლაზერულ სხივში კოდირებული სიგნალი რეკორდულ მანძილზე — 350 მილიონ კილომეტრზე, რაც საშუალო დისტანციაზე შორსაა, ვიდრე დედამიწიდან მარსამდეა, — წერს IFLScience.
გადაცემა განხორციელდა კოსმოსური აპარატის Psyche-ს დახმარებით, რომელიც 2023 წელს გაუშვეს ასტეროიდ 16 „ფსიქეს“ შესასწავლად. აპარატი აღჭურვილია ლაზერული მიმღებით, რომელსაც შეუძლია დედამიწაზე სიგნალების გაგზავნა და მიღება. ამისთვის NASA-მ გამოიყენა კალიფორნიაში მდებარე სადგურები, მათ შორის პალომარის ობსერვატორია, რომელმაც დააფიქსირა სუსტი ფოტონური სიგნალები და გადააქცია ისინი მონაცემებად.
ეს იყო უკვე 65-ე ტესტი ოპტიკური კომუნიკაციის ტექნოლოგიის, რომელსაც მომავალში შეუძლია ტრადიციული რადიოტალღები ჩაანაცვლოს. ლაზერები, რადიოსგან განსხვავებით, ბევრად უფრო დიდ მოცულობის ინფორმაციის გადაცემას უზრუნველყოფს კოსმოსურ მანძილებზე. 2023 წლის დეკემბერში NASA-მ უკვე გამოსცადა ეს ტექნოლოგია, როდესაც დედამიწაზე გადმოსცა HD ფორმატის ვიდეო 31 მილიონი კილომეტრის სიშორიდან. სიმბოლურად, ეს იყო 15-წამიანი კლიპი, რომელშიც კატა ლაზერზე ნადირობს.
„ორი წლის განმავლობაში ამ ტექნოლოგიამ გადააჭარბა ჩვენს მოლოდინებს და აჩვენა სიჩქარე, რომელიც გატოლებულია სახლის ფართოზოლოვან ინტერნეტს,“ — აღნიშნა კლეიტონ ტერნერმა, NASA-ს ადმინისტრატორის მოადგილემ.
ექსპერტები ხაზს უსვამენ: თუ სისტემა სრულყოფილებამდე მიიყვანეს, შესაძლებელი იქნება მარსიდან მონაცემების გადაცემა თითქმის რეალურ დროში. ეს ნიშნავს, რომ მომავალში კაცობრიობა შეძლებს პირდაპირ ეთერში იხილოს ასტრონავტების პირველი მისია წითელ პლანეტაზე.