ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება - გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
1758985297
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან ერთად კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით ახლადგამოვლენილი გარემოებების შედეგად, 2014 წლის 26 იანვარს მომხდარი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული გახსნეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
კერძოდ, გახსნილია დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის ფაქტი.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 26 იანვარს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა პირებმა: 1985 წელს დაბადებულმა - დ.მ.-მ და 1983 წელს დაბადებულმა - მ.რ.-მ, შურისძიების მოტივით, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, ცივი იარაღის გამოყენებით მოკლეს თანასოფლელი, 1950 წელს დაბადებული - რ.დ.
განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდეგ, გაიტაცეს მოკლული რ.დ-ს ავტომანქანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაულში მონაწილე ერთ-ერთ პირს დ.მ.-ს, რომელიც სხვა სისხლის სამართლის საქმეზე იხდის სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში, ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინა. რაც სასჯელის სახით ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მისი თანამზრახველი მ.რ. კი 2020 წელს ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.