ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის
1756723020
ცეცხლი ხვალვე რომ შეწყდეს, მობილიზაცია არ შეჩერდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, პავლო პალისამ განაცხადა.
მისივე თქმით, უნდა შენარჩუნდეს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის დონე, რათა პრიორიტეტული ამოცანები სათანადოდ შესრულდეს.
„ხვალ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაშიც კი, მობილიზაცია არ შეჩერდება. გარკვეული დროით ეს პროცესი გაგრძელდება, რადგან ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ შეიარაღებული ძალების მზადყოფნის დონე პრიორიტეტული ამოცანების სათანადო დონეზე შესასრულებლად. ძალიან დიდი სურვილის მიუხედავად, ახლა არ შეგვიძლია, გავათავისუფლოთ ყველა, ვინც 2022 წლიდან ასრულებს თავის მოვალეობას, ვინც იბრძვის თავდაცვის ძალებში, რადგან უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც მათ ჩაანაცვლებენ, რათა უკრაინის დანარჩენ ნაწილში ცხოვრება ისეთი იყოს, როგორიც, სულ მცირე, ახლაა. რა თქმა უნდა, ჩემთვის ასევე უცნაურია სოციალურ ქსელებში ვიდეოების ყურება, სადაც ხედავთ, რომ ზოგი იბრძვის, ზოგი კი ისე ცხოვრობს, როგორც სურს. როგორც სამხედრო მოსამსახურეს, ამის ყურება მტკივა. ჩვენ არ ვსაუბრობთ ვინმეს სამუდამო მონობაში გადაყვანაზე. პირიქით, ჩვენ ვცდილობთ ამ საკითხის ისე მოგვარებას, რომ თავდაცვისუნარიანობას ზიანი არ მიადგეს“, – განაცხადა პალისამ.
ამასთან, პალისას თქმით, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში უკრაინაში მობილიზაციის თვალსაზრისით სტაბილური, დადებითი ტენდენცია შეინიშნება.