გურამ მაჭარაშვილი მამუკა მდინარაძეზე: მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება პოლიტიკაში, მენეჯერულ თანამდებობაზე, ქვეყნისთვის ბრძოლაში, აქვს პროფესიული გამოცდილებაც. რაც მთავარია აზროვნებს სახელმწიფოებრივად და ქართულად

გურამ მაჭარაშვილი

ბუნებრივია ჩვენი მხრიდან მამუკა მდინარაძეს ექნება მხარდაჭერა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

„მამუკა მდინარაძეს ჩვენ ვიცნობთ აქტიურ პოლიტიკაში 2016 წლიდან, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება პოლიტიკაში, მენეჯერულ თანამდებობაზე, ქვეყნისთვის ბრძოლაში, მას აქვს პროფესიული გამოცდილებაც. რაც მთავარია აზროვნებს სახელმწიფოებრივად და ქართულად და ეს არის მთავარი კრიტერიუმები, რის გამოც იგი წარმატებული იქნება ამ ძალიან მნიშვნელოვან პოსტზე“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატს დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მოუსმენს. მამუკა მდინარაძე კანონმდებლებს უსაფრთხოების საკითხებში საკუთარ ხედვას გააცნობს, რის შემდეგაც დეპუტატები ახალ ხელმძღვანელს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ. სუსის ხელმძღვანელი ექვსი წლის ვადით აირჩევა.