ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის
1756723020
თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით ერთადერთი საფუძველი იმ სპეკულაციებისა, რაც გვესმის, არის ამორალურობა, რომლის ფარგლებშიც გარკვეული პერსონალური და სხვა საკითხების გათვალისწინებით საგამოძიებო ორგანოები რაღაცებს ვერ ამბობენ, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ თორნიკე რიჟვაძეზე დასმული კითხვის პასუხად.
„არ ამბობენ შეგნებულად, რომ ამ პერსონალურ საკითხებს არ შეეხონ, რაც ასევე ამორალური იქნება. ამ კონკრეტული თემით ხდება სარგებლობა. როდესაც თქვენ იცით, რომ რაღაც პერსონალურ საკითხებზე შეიძლება აუცილებელი იყოს საუბარი და ამის გამო თქვენ სპეკულირებდეთ იმიტომ, რომ იცით, რომ ამ პერსონალურ საკითხებს მორალურად გამართული მმართველი გუნდი არ და ვერ გაახმოვანებს.
თორნიკე არის ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი დამსახურება აქვს საკუთარი რეგიონის წინაშე, მმართველი გუნდის წინაშე, ის არის ჩვენი მეგობარი. ეს არის მისი სურვილი, რომ გარშემო მყოფებთან, თითქმის არავისთან არ აქვს ურთიერთობა, აქვს ისეთი მდგომარეობა, რომლის გამოც ჩვენ ყველა გაგებით ვეკიდებით და უფრო სიღრმეში ვერ შევდივარ ისევ პერსონალური საკითხებიდან გამომდინარე და ამით ნუ ისარგებლებთ მომავალში, ეს იქნება ძალიან ამორალური“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის
1756723020