ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის
1756723020
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზვიად შალამბერიძე „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ სუსის ხელმძღვანელობის კანდიდატს, მამუკა მდინარაძეს საზოგადოებასა და გუნდში დიდი ნდობა აქვს.
„მამუკა მდინარაძეს აქვს დიდი გამოცდილება და რაც მთავარია დიდი ნდობა აქვს გუნდის შიგნით და ჩვენი საზოგადოების მხრიდან, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა ამ პოზიციაზე წარმატებული მუშაობისთვის“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატს დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მოუსმენს. მამუკა მდინარაძე კანონმდებლებს უსაფრთხოების საკითხებში საკუთარ ხედვას გააცნობს, რის შემდეგაც დეპუტატები ახალ ხელმძღვანელს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ. სუსის ხელმძღვანელი ექვსი წლის ვადით აირჩევა.