ალექსანდრე ტაბატაძე: ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მამუკა მდინარაძე იქნება სუს-ის ერთ-ერთი საუკეთესო უფროსი

ალექსანდრე ტაბატაძე

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მამუკა მდინარაძე იქნება სუს-ის ერთ-ერთი საუკეთესო უფროსი, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ მამუკა მდინარაძე აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რაც სუს-ის უფროსს სჭირდება.

„მამუკა მდინარაძეს აქვს ყველა ის თვისება, რომელიც უნდა ახასიათებდეს ადამიანს, რომელსაც უყვარს პირველ რიგში თავისი სამშობლო, ქვეყანა. გარდა ამისა, მას აქვს უდიდესი გამოცდილება სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა შსს-ში, შემდეგ იცით, რომ საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა, ასევე წლების განმავლობაში იყო პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული და იყო ჩვენი უმრავლესობის ლიდერი. ამდენად, ყველა ეს კრიტერიუმი, რომელიც უნდა ახასიათებდეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს, ყველა ამ კრიტერიუმს ბატონი მამუკა მდინარაძე აკმაყოფილებს. რა თქმა უნდა, თავისი ამ გამოცდილებით, უნარებით, ხედვებით ძალიან წაადგება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის იქნება სუს-ის ერთ-ერთი საუკეთესო უფროსი“, - აღნიშნა ტაბატაძემ.