1750362602
უკრაინაში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, მესამე მსოფლიო ომი იქნება - მიხაილო პოდოლიაკი

"უკრაინაში რუსეთის ფედერაციის გამარჯვების შემთხვევაში, მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, რადგან დამცირებული რუსები შეეცდებიან დაამტკიცონ, რომ ერთ-ერთი ძლევამოსილი ჯარის მესაკუთრეები არიან",- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
„ამ შემთხვევაში, მესამე მსოფლიო ომი ნამდვილად იქნება, რადგან რუსეთს გაცილებით მეტად შევზიზღდებით, იმიტომ, რომ ჩვენ ისინი დავამცირეთ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ რუსეთი არ არის მეორე ჯარის მქონე მსოფლიოში, ისინი კი მოისურვებენ ჩვენთვის სამაგიეროს გადახდას", - განაცხადა პოდოლიაკმა.