უახლესი ინფორმაცია მლეთადან, სადაც სამძებრო სამუშაოები გრძელდება - პროცესს ესწრება დაკარგულის დედაც
1786515071
უკრაინაში პრორუსული პარტიები აიკრძალა, შესაბამის კანონპროექტს ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი უკვე მოაწერა.
როგორც კანონპროექტშია ნათქვამი, უკანონოდ ჩაითვლება პარტია, რომლის მიზანი და საქმიანობა რუსეთის აგრესიის გამართლებასთან იქნება დაკავშირებული ან იტყვის, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში ლეგიტიმურია. ასევე, პარტია არ უნდა ფინანსდებოდეს რუსეთისგან ან ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ხელმძღვანელობისგან.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი უკრაინის რადაში 28 მარტს დარეგისტრირდა. 14 აპრილს კი რადაში პრორუსული ფრაქციის, „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ საქმიანობა შეაჩერეს.