ჯარიმა 1000 ლარი და პროდუქციის კონფისკაციაა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია
1779299235
უგანდის მთავრობამ ხელის ჩამორთმევასა და ჩახუტებაზე დროებითი აკრძალვა დააწესა მას შემდეგ, რაც ებოლას ცხელებით დაინფიცირების 2 შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხელისუფლების მონაცემებით, ორივე შემთხვევა დაკავშირებულია მეზობელ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებულ აფეთქებასთან. ერთ-ერთი დაავადებული, 59 წლის კაცი, გარდაიცვალა. მეორე პაციენტი იზოლაციაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ორივე პაციენტი კონგოდან ჩამოსული პირია.
ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, ხელისუფლებამ კარანტინში უკვე 100-ზე მეტი ადამიანი მოათავსა. ადგილობრივმა ჯანდაცვის სამინისტრომ მოსახლეობას ასევე მოუწოდა, უფრო ხშირად დაიბანონ ხელები საპნით, გამოიყენონ ანტისეპტიკები და დაუყოვნებლივ შეატყობინონ სიმპტომების შესახებ, რომელთა შორისაა სიცხე, ღებინება და სისხლდენა.
17 მაისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კონგოსა და უგანდაში ბუნდიბუგიოს ვირუსით გამოწვეული ებოლას ცხელების აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციად აღიარა. ამ დროისთვის კონგოში ცხელებით გარდაცვალების 131 ფაქტი დაფიქსირდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაავადებაზე ეჭვი კიდევ 513 ადამიანზე აქვს.