თუ აპირებთ გარეთ გასვლას და პროტესტს, ჯერ ნუ იზამთ ამას, იქ ძალიან საშიშია - ტრამპი

 ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერჯერობით არ სურს ირანელების მიერ პროტესტის გამოხატვა.

„თუ აპირებთ გარეთ გასვლას და პროტესტს, ჯერ ნუ იზამთ ამას. იქ ძალიან საშიშია. ბევრი ბომბი ეცემა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან შეხვედრის დროს.

გასულ უქმეებზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ, ტრამპმა ვიდეომიმართვაში მოუწოდა ირანელებს, რომ ხელში აეღოთ ხელისუფლების მართვის სადავეები.

მას შემდეგ მან ეს მოწოდება ჟურნალისტებთან ინტერვიუებში რამდენჯერმე გაიმეორა, თუმცა კონკრეტულ მემკვიდრეზე არ უსაუბრია, რომლის ხილვაც ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ნაცვლად სურდა, რომელიც თავდასხმების შედეგად დაიღუპა.

„ჩვენ გვსურს იქ ვიხილოთ ვინმე, ვინც ქვეყანას ხალხს დაუბრუნებს“, - თქვა ტრამპმა.