„ჩვენი ქვეყანა და მთავრობა ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც იზრუნა თავისი მოქალაქეების დაბრუნებაზე... მართლა დასაფასებელია ეს მოქმედება" - სპეციალური რეისით დაბრუნებული მგზავრი

მგზავრი

 სპეციალური რეისი, მუსკატი-თბილისი შესრულებულია. ომანის სასულთნოდან საქართველოში 170 მგზავრი ჩამოფრინდა.

"რთულია ასეთ ვითარებაში... ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მთავრობა ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც იზრუნა თავისი მოქალაქეების დაბრუნებაზე. მართლა დასაფასებელია ეს მოქმედება", - ამბობს მედიასთან საქართველოში დაბრუნებული ეწრთ-ერთი მგზავრი, გიორგი გოგშელიძე.

საქართველოს მთავრობამ სპარსეთის ყურის ქვეყნებში საომარი მოქმედებების გამო ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ჩარტერული რეისები დანიშნა. სპეციალური რეისები, მოქალაქეების საქართველოში დასაბრუნებლად, ამ დროისთვის არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ომანის სასულთნოდან შესრულდება.

ავიარეისების განრიგი უკვე შეთანხმებულია, სამშობლოში დაბრუნების მსურველებმა კი საელჩოების ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ და დარეგისტრირდნენ.

საქართველოს საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის გაერთიანებული საამიროებისა და კატარის ხელისუფლებას.