ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს - დეტალები
1772568015
საქართველოში პირველი ჩარტერული რეისი ჩამოფრინდა ახლო აღმოსავლეთიდან რეგიონში მასშტაბური საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ.
საქართველოს 170 მოქალაქე, რომელიც მიმდინარე მოვლენების გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდა, ცოტა ხნის წინ თბილისში ჩამოფრინდა.
სპეცრეისი ომანის დედაქალაქიდან, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით შესრულდა. მგზავრთა უმეტესობა გამოფრენამდე დუბაისა და აბუ დაბიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო სივრცის დახურვის შემდეგ, მუსკატში სახმელეთო გზით გადავიდა.
ანალოგიური რეისები, ომანის გარდა, დღეს და ხვალ, დაგეგმილია საუდის არაბეთიდანაც.