ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს - დეტალები
1772568015
გრანტების შესახებ, ასევე რამდენიმე კანონში შესაბამისი ცვლილებები, სავარაუდოდ, დღეს საბოლოოდ დამტკიცდება. საკითხს კანონმდებლები სესიაზე უყრიან კენჭს.
სიახლის ინიციატორები ამტკიცებენ, რომ შეზღუდვა გრანტებთან მიმართებით შეეხება მხოლოდ იმ ორგანიზაციებსა და იურიდიულ პირებს, რომლებიც უცხოეთიდან პოლიტიკური მიზნით ფინანსდებიან.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, ქართულ პოლიტიკა უცხოეთიდან არ უნდა ფინანსდებოდეს.
"არაერთი შავი ხვრელი არსებობს, ამას ევროკავშირის სხვადასხვა უმაღლესი წარმომადგენელი ადასტურებს. არცერთი ცენტი, ევრო არ უნდა იხარჯებოდეს ქართულ პოლიტიკაში, უცხოეთიდან.
არცერთ უცხოურ ორგანიზაციას, სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს საქართველოში სხვადასხვა დესტრუქციული ქმედების დაფინანსების შესაძლებლობა, რომელიც, საერთო ჯამში, რევოლუციურ მცდელობას იწვევს", - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.