1750446272
თუ ამ არარაობას უფლება მიეცემა რომ დაბრუნდეს, მე წავალ - მარგარიტა სიმონიანი პუგაჩოვაზე

რუსული ესტრადის პრიმადონას ალა პუგაჩოვას მოსკოვში ჩასვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ბევრი რუსი აღშფოთებული იყო იმის გამო, რომ კრემლის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მომღერალს ხელზე აკოცა და თქვა, რომ მას ძალიან გაუხარდა ალა პუგაჩოვას ნახვა.
პუგაჩოვას მოსკოვში ჩასვლას კრემლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი გამოეხმაურა.
„თუ ამ არარაობას მიეცემა უფლება დაბრუნდეს და განაგრძოს იმ ფარსის მოწყობა, რასაც ბევრი წელია აკეთებს, მე წავალ. ეს იქნება ის შეურაცხყოფა, რასაც მე ვერ ავიტან. ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც იმავეს გააკეთებს“, - აღნიშნა სიმონიანმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
1750450090

სასიხარულო სიახლე ნუცა ბუზალაძის შესახებ
1750397830