"ჭკვიანი, გულისხმიერი ექიმი და არაჩვეულებრივი ადამიანი..." - გარდაიცვალა ცნობილი ექიმი

ცნობილი ექიმი

გარდაიცვალა დამსახურებული, ღვაწლმოსილი, ფოთელი ექიმი სოსო ბობოხიძე. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფოთის გვერდი ავრცელებს.

"ექიმი, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის საპასუხისმგებლო საქმეს. ბატონმა სოსომ წლების განმავლობაში ნაყოფიერად იღვაწა , შრომის, მაღალი პროფესიონალიზმის შედეგად უამრავი პაციენტისა და კოლეგის სიყვარული დაიმსახურა.
სოსო ექიმო! გემშვიდობებით და მადლობას გწირავთ ამაგისთვის. მსუბუქი იყოს თქვენთვის ქართული მიწა...

ჭკვიანი, გულისხმიერი ექიმი და არაჩვეულებრივი ადამიანი..." - წერენ სოციალურ ქსელში სოსო ბობოხიძის კოლეგები და პაციენტები.

ცნობილი ექიმი ავთვისებიან სიმსივნეს ებრძოდა.