1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
აშშ-ში, წყვილმა ქორწილში სტუმრების გასანაწილებლად ჰოგვორტსის „გამანაწილებელი ქუდი" გამოიყენა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ფლორიდელმა წყვილმა ქორწილის გადახდა „ჰარი პოტერის" თემატიკით გადაწყვიტა.
„გამანაწილებელ ქუდთან" ერთად ქორწილში ალბუს დამბლდორიც იმყოფებოდა, რომელმაც წყვილს „ჯვარი დასწერა", პატარძალს კი როენა რეივენქლოს ცნობილი დიადემა ეკეთა.
წვეულებაზე გადაღებული ვიდეოები სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.