ცნობილ ჰოლივუდის მსახიობს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ნიკ პასკალი

ამერიკელი მსახიობი ნიკ პასკალი, რომელიც ცნობილია ფილმიდან - „როგორ შევხვდი დედათქვენს“,  სიცოცხლის დარჩენილ ნაწილს ციხეში გაატარებს. Mirror-ის ცნობით, სასამართლომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

მსახიობი დამნაშავედ ცნეს ოჯახში ძალადობაში, გაუპატიურებასა და ყოფილი შეყვარებულის, ვიზაჟისტის, ელი შეჰონის მკვლელობის მცდელობაში. შეჰონი გადარჩა მას შემდეგ, რაც პასკალმა დანით 20 ჭრილობა მიაყენა.

მსხვერპლი სასამართლოში წითელი კაბით გამოცხადდა, სადაც განზრახ აჩენდა საშინელ ნაიარევებს.

„ტრაგედიამ მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. მეგონა, რომ დედა არასდროს გავხდებოდი“, - თქვა მან.

თავად ბრალდებულმა მადლიერება გამოხატა მსხვერპლის გადარჩენისთვის და სინანულის გამოხატვა სცადა. თუმცა, მოსამართლემ პასკალს საშიში დამნაშავე უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსახიობი სიკვდილით დასჯას მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ შეჰონი არ მომკვდარა.

წყვილის ურთიერთობა გადასაღებ მოედანზე დაიწყო, მაგრამ სწრაფად დასრულდა პასკალის სისასტიკის გამო. მათი დაშორების შემდეგ, მან მისი დევნა დაიწყო. სიტუაციამ კულმინაციას 2024 წლის მაისში მიაღწია: პასკალი ყოფილი ცოლის სახლში შეიჭრა და ხოცვა-ჟლეტა ჩაიდინა. ცოლი მეზობელმა გადაარჩინა. მსახიობი ტეხასში ქვეყნის დატოვების მცდელობისას დააკავეს. ის ადრე ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის იყო გასამართლებული.