ცნობილია, წითელი ცეცხლოვანი ცხენის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები - ასტროლოგები ასახელებენ
1763199570
ცხოველი, რომელმაც ორ გვარდიელს ესროლა - ორივე კრიტიკულად არის დაჭრილი და ახლა ორ სხვადასხვა საავადმყოფოში იმყოფება - თავადაც მძიმედაა დაჭრილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან დიდ საფასურს გადაიხდის, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
ტრამპი გამოეხმაურა თეთრ სახლთან ახლოს მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც აშშ-ის ეროვნული გვარდიის ორი მოსამსახურე დაჭრეს.
„ღმერთმა დალოცოს ჩვენი დიდებული ეროვნული გვარდია და მთელი ჩვენი სამხედრო და სამართალდამცველი სტრუქტურები. ესენი მართლაც დიდებული ხალხია. მე, როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტი, და პრეზიდენტის ოფისთან დაკავშირებული ყველა პირი, თქვენთან ვართ!“, - აცხადებს ტრამპი.
აშშ-ის ეროვნული გვარდიის ორი მოსამსახურე თეთრ სახლთან ახლოს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.