განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
ციმბირში, ქალაქ ირკუტსკში რუსული სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 პილოტი დაიღუპა. ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი იგორ კობზევი ავრცელებს.
როგორც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განაცხადეს, სამოქალაქო მოსახლეობას შორის მსხვერპლი არ არის.
ავიაკატასტროფის შედეგად გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
არსებული ცნობებით, თვითმფრინავი ავიაქარხნიდან გამოფრინდა, როდესაც კატასტროფა განიცადა.