1748031443
ტრამპმა ევროკავშირისთვის 50%-იანი ტარიფების დაწესების რეკომენდაცია გასცა

ტრამპმა ევროკავშირისთვის 50%-იანი ტარიფების დაწესების რეკომენდაცია გასცა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გადაწყვეტილების შესახებ "თრუს სოუშალის" საკუთარ გვერდზე წერს.
"ევროკავშირი, რომელიც შეიქმნა შეერთებულ შტატებთან ვაჭრობიდან სარგებლის მიღების მთავარი მიზნით, უკიდურესად რთული პარტნიორი აღმოჩნდა. მისმა უზარმაზარმა სავაჭრო ბარიერებმა, დამატებითმა გადასახადებმა, სასაცილო კორპორატიულმა ჯარიმებმა, სავაჭრო ბარიერებმა, ვალუტის მანიპულირებამ, ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ უსამართლო სარჩელებმა და სხვამ, შეერთებულ შტატებთან წელიწადში 250 მილიონ დოლარზე მეტი სავაჭრო დეფიციტი გამოიწვია, რაც სრულიად მიუღებელია ვაშინგტონისთვის“, - წერს ტრამპი საკუთარ გვერდზე, რომელიც ევროკავშირისთვის 50 პროცენტიანი ტარიფის დაწესებას 1 ივნისიდან აპირებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის მუქარაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა ევროკომისიაში.