საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1768160646
ტრამპი ირანელ მომიტინგეების დახმარებას გეგმავს – ამ სათაურით სტატიას The Jerusalem Post-ი ავრცელებს. გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოქმედების რამდენიმე შესაძლო ვარიანტს განიხილავს, მათ შორისაა სამხედრო, კიბერ და საკომუნიკაციო დახმარების სცენარები. სტატიაში აღნიშნულია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
ირანში მთავრობის დამხობამ, შესაძლოა, ტერორისტული ორგანიზაციების "ჰამასის", "ჰეზბოლასა" და "ჰუსიტების" დასრულება გამოიწვიოს - ეს განცხადება ისრაელში შტატების ელჩმა გაავრცელა.
ნებისმიერ თავდასხმას საპასუხო ზომებით უპასუხებს ირანი. ვაშინგტონი თეირანმა უკვე გააფრთხილა. ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ ტრამპს მიმართა, რომ პენტაგონის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, ირანი ისრაელის და რეგიონში ამერიკის სამხედრო ბაზებს დაბომბავს.
მიმდინარე ვითარებას ეხმაურება გაეროს გენერალური მდივანი. ანტონიუ გუტერეში შოკირებულია ირანის მთავრობის მიერ მომიტინგეებზე ძალადობის ფაქტებით და მოუწოდებს ირანის ხელისუფლებას თავი შეიკავოს ძალის არაპროპორციული გამოყენებისგან.
პარალელურად ირანელი დემონსტრანტების მხარდამჭერი აქციები იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. სოლიდარობის ნიშნად ადამიანები იკრიბებიან ლონდონში, ბერლინში, პარიზში, ბრიუსელსა და ვაშინგტონში.