მსახიობი, ჯან იამანი მიმართვას ავრცელებს და ნარკოტიკების სკანდალს ეხმიანება

ჯან იამანი

ჯან იამანი ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს. მსახიობი დაკავებული არ ყოფილა
იტალიურ და თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მსახიობი ჯან იამანი ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით დააკავეს, თავად მსახიობი საჯაროდ გამოეხმაურა და კატეგორიულად უარყო.

ჯან იამანმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თურქული მედია წლების განმავლობაში მის მიმართ არაერთ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, თუმცა განსაკუთრებული უკმაყოფილება იტალიური პრესის მიმართ გამოთქვა, რომელმაც მისი თქმით, დაუზუსტებელი ცნობები გადააკოპირა.

მსახიობის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ის დაკავებული არ ყოფილა. იამანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავს ბრალდებებს საფუძველი რომ ჰქონოდა, ის მოკლე დროში ვერ გათავისუფლდებოდა და მით უმეტეს, მეორე დღეს იტალიაში დაბრუნებას ვერ შეძლებდა.

„მართლა გგონიათ, რომ იმ პერიოდში, როცა პოლიცია მასშტაბურ გამოძიებებს ატარებს და ცნობილ ადამიანებს აკავებს, მე ღამის კლუბებში აკრძალული ნივთიერებებით ვივლიდი?“ — წერს მსახიობი.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Can Yaman (@canyaman)