თუ კანზე გამოხატულია ეს სიმპტომები, ორგანიზმი მომატებულ ქოლესტერინის დონეზე მიგვანიშნებს - რას ამბობს ზაზა თელია

ზაზა თელია

მაღალი ქოლესტერინი მსოფლიოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორია. ის ხშირად უსიმპტომოდ ვითარდება, მაგრამ დროთა განმავლობაში არტერიების კედლებზე გროვდება, რაც ზრდის ინფარქტისა და ინსულტის რისკს.

საბედნიეროდ, ქოლესტერინის დონის კონტროლი, უმეტეს შემთხვევაში, შესაძლებელია ცხოვრების წესის მარტივი, მაგრამ თანმიმდევრული ცვლილებებით.

ხშირ შემთხვევაში, მაღალი ქოლესტერინი არის "ჩუმ" მდგომარეობაში და მიმდინარეობს უსიმპტომოდ. ბევრი, განსაკუთრებით მცირე წონის მქონე ადამიანი, ვერ აცნობიერებენ, რომ მათ აქვთ მაღალი ქოლესტერინი, იქამდე სანამ არ განვითარდება ისეთი სერიოზული გართულებები, როგორიცაა გულის შეტევა ან ინსულტი.

დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია გადაცემაში"დილამშვიდობისასაქართველო" საუბრობს კანზე გამოხატული სიმპტომების შესახებ, რომლებიც მომატებულ ქოლესტერინის დონზე მიგვანიშნებს: